ანბანი: ამბავი ჩვენზე /ირა ბერიძე

ანბანი: ამბავი ჩვენზე /ირა ბერიძე

გაიცანით ირა ბერიძე -კულტუროლოგი/ლიტერატურათმცოდნე, ამჟამად ცხოვრობს ბერლინში, ირა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტია და პროფესორის ასისტენტად მუშაობს. უყვარს თანამედროვე ხელოვნება, ებრაული ისტორია, ჰიპ-ჰოპი და მოდა.

ა(ანბანი): რატომ გადაწყვიტე საქართველოდან წასვლა?

ი(ირა):

⁃ გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი. ამასთან სხვადასხვა ინტერესების დაკმაყოფილების და მრავალკულტურული გარემოს ნაწილად საკუთარი თავის მოაზრების სურვილი მამოძრავებდა.

ა: რით განსხვავდება ცხოვრება საქართველოსა და გერმანიაში?

ი:

⁃ განსხავებების აღმოჩენა უამრავ შრეში შეიძლება, აი მსგავსებები კი ძალიან ცოტაა. გერმანიაში ცხოვრება მეტწილად მკაცრ სამუშაო რიტმს მიუყვება. სპონტანურობისთვის სივრცე ძალიან იშვიათად თავისუფლდება, რაც ხშირად დამღლელია და სრულად განსხვავდება ქართული გარემოსგან, რაშიც მეც ვიზრდებოდი.

ა: რა გენატრება ქართული/საქართველოში?

ი:

⁃ მენატრება ადამიანებთან უშუალო და სპონტანური ურთიერთობები; როგორც მზის ისე ადამიანური სითბო, გურია და ანასეული.

ა: სამომავლო გეგმები და მიზნები?

ი:

⁃ ამჟამად ვამთავრებ ჩემ სადოქტორო ნაშრომს, რომელშიც თანამედროვე ტრანსკულტურულ ლიტერატურას ვიკვლევ. ვგეგმავ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას.

ა: საქართველოში თუ აპირებ დაბრუნებას?

ი:

⁃ დაახლოებით ერთი წლის წინ რომ დაგესვათ ჩემთვის ეს კითხვა, ალბათ სხვაგვარად ვუპასუხებდი. ამჟამად უკან დაბრუნებაზე ფიქრი ძალიან მიძნელდება.

ა: შენი გარშემომომყოფები რითი იცნობენ /გამოარჩევენ საქართველოს?

ი:

⁃ ბერლინში საქართველოს ერთგვარი ბუმია უკვე დიდი ხანია. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გზა გერმანელების გულებამდეც კუჭზე გადის - ამიტომ ისევ და ისევ ქართული სამზარეულო.

 ა: რას აჩუქებდი უცხოელ მეგობარს საქართველოს და მისი ტრადიციების გასაცნობად და რატომ?

ი:

⁃ რადგან გურიიდან ვარ, ალბათ გურულ შავ ჩაის გავასინჯებდი პირველ რიგში და მერე რამე კარგ გამოცემასაც შევაპარებდი. 

Back to blog