ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალია, ცხოვრობს ჰამბურგში და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრებში. დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ მისმა ახალმა რომანმა – „Das mangelnde Licht“ (სამუშაო სათაურით – „უკმარი სინათლე“), რომელსაც გერმანულიდან მაია ფანჯიკიძე თარგმნის, უკვე მოიპოვა განსაკუთრებული, უპრეცედენტო აღიარება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე „ბერლინალეზე“, სადაც ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის საუკეთესო 10 წიგნს შორის შეიყვანეს.
