ანბანი დაარსდა 2020 წელს ბერლინში. პროექტის თავდაპირველი მიზანი იყო, ქართული ხელნაკეთი წარმოება გაეხადა ხელმისაწვდომი ევროპაში. ანბანის მიზანია ასევე, რომ წვლილი შეიტანოს საქართველოს, როგორც მდიდარი კულტურისა და უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნის, პოპულარიზაციაში და გახდეს ერთგვარი ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის.
ანბანის შექმნის საწყისი ეტაპი
პროექტის პირველი ნაბიჯი იყო ანბანის მაღაზიის გახსნა დასავლეთ ბერლინის ცენტრში, ევროპის უდიდეს ზოოპარკთან, სადაც წარმოდგენილი გვქონდა მრავალი მიმართულების ქართული ხელნაკეთი წარმოება, მათ შორის კერამიკის, თექის, ტყავისა თუ სხვა პროდუქცია.
სახელწოდება ანბანი
სახელწოდება ანბანი ჩვენს ქართულ იდენტობას გამოხატავს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქართულ ენასა და დამწერლობას და ასევე ხაზს უსვამს საქართველოს უნიკალურობას. სწორედ ამ სახელწოდების საშუალებით გვინდა მოვყვეთ საქართველოს ისტორიის პატარ-პატარა ეპიზოდები.
2020 წელი და მსოფლიო პანდემიის გავლენა ბიზნესზე
ანბანი დავაარსეთ პანდემიის ძალიან რთულ პერიოდში. ჩვენი მთავარი გამოწვევა მომავლის დაგეგმვა იყო, თუმცა ჩვენმა პროექტმა ამ პირობებშიც მოახერხა და თავი გააცნო უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ანბანის დიდ წარმატებად მიგვაჩნია. საბოლოოდ ხანგრძლივმა ლოქდაუნმა 2020 წლის ბოლოს დააჩქარა ანბანის გაციფრულება.
სტარტაპთან დაკავშირებული გამოწვევები
სტარტაპთან დაკავშირებული გამოწვევების გზაზე უამრავ სხვადასხვა სირთულეს წავაწყდით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ძირითადად ღვინისა და მინერალური სასმელების ექსპორტიორი ქვეყანაა, არ არსებობდა ანბანის მსგავსი პროექტის გამოცდილება. რთული აღმოჩნდა კონსულტაციის მიღება ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებით. ეს გამოწვევა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო გერმანიაში, სადაც საბუღალტრო სისტემა ძირეულად განსხვავდება ქართულისაგან. აქედან გამომდინარე თავად მოგვიწია ბევრი სიახლის შესწავლა, რაც თავის მხრივ დაგვეხმარა ჩვენი ბიზნესის განვითარებაში.
კონკურენტული უპირატესობა
ანბანი არის გრძელვადიანი პროექტი. ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ საუკეთესო ნაწარმი საქართველოში, რათა როგორც მომხმარებელი ასევე მწარმოებელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქართულ სტარტაპებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მათთვის საინტერესო პროდუქტი.
პროდუქცია და შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ფეხდაფეხ მისდიოს თანამედროვე გამოწვევებს. ამ ეტაპზე პანდემიის გამო ჩვენი მაღაზია, სამწუხაროდ, დაიკეტა და სრულად გადავინაცვლეთ ონლაინ სივრცეში. ფიზიკური მაღაზიის ონლაინ მაღაზიად გადაქცევა მოკლე დროში დიდი გამოწვევა იყო, თუმცა ამ ეტაპსაც წარმატებით გავართვით თავი და შეიქმნა ჩვენი ვებ-გვერდი www.anbani.de, სადაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეიძინოთ კერამიკული ნამუშევრები, ტყავის ნაწარმი, წინდები, პოსტერები, სამკაულები და მრავალი სხვა ნივთი ევროპის მასშტაბით. მიწოდება კი ხდება 3-5 დღემდე.
ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზარი
ჩვენი დიდი სურვილია, გავხდეთ ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისოდ ცნობადი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს თავს დაამახსოვრებს უნიკალურობით, ხარისხით და საინტერესო
სამომავლო გეგმები
პირველ რიგში გვინდა, რომ მომსახურებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხის საშუალებით დავიმკვიდროთ თავი ჩვენს მომხმარებელთან. სამომავლო გეგმები ასევე მოიცავს ფიზიკური გაყიდვების სივრცის და შემდეგ უკვე სივრცეების გახსნას ევროპის მასშტაბით.