ანბანი: ამბავი ჩვენზე / Beska

ანბანი: ამბავი ჩვენზე / Beska

 

სახელი: ბესიკ კაპჭელაშვილი (ბესკა)

ასაკი: 36

ბესკა ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს, აკეთებს მუსიკას, მუშაობს მემონტაჟედ და ვიზუალურ მერჩენდაიზერად. ის პროფესიით ისტორიკოსია.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა, გვიპასუხა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები სჭირდებოდა. თვლის, რომ სიახლე და სირთულეებთან გამკლავება განვითარებისთვის აუცილებელია.

ა (ანბანი): ბესკა, რითი განსხვავდება გერმანული ყოფა ქართულისგან ? 😊

ბ (ბესკა): უამრავი რამით. ჩამოთვლა ნამდვილად რთულია. უბრალოდ, საქართველოშო მიღებულია, რომ რადგანაც უცხოეთში (განსაკუთრებით - ბერლინში) ცხოვრობ, სამოთხეში ხარ. ნამდვილად არ არის ასე. მოკლედ, ყველა ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას თავისი სირთულეები და პრობლემები აქვს. ეს გამომდინარეობს ძირითადად ისტორიიდან. თუმცა, ეკონომიური და სოციალური განსხვავებები ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან თვალსაჩინოა.

ა: რა გენატრება ხოლმე?

ბ: დედა, ოჯახი და მეგობრები.

ა: სამომავლო გეგმები და მიზნები?

ბ: პროფესიული წინსვლა.

ა: რადგან პროფესიას შევეხეთსად შეიძლება შენი მუსიკის მოსმენა ?

ბ: https://soundcloud.com/seqta

Seqta · 𝖙𝖗𝖆𝖎𝖓 '𝖆𝖒𝖆𝖓𝖎𝖙𝖆'

 

ა: როდის დაიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა და რას ნიშნავს შენთვის მუსიკა?

ბ: მუსიკა ყველაფერს ნიშნავს, ზოგადად, ჩემი გააზრებული ცხოვრების არც ერთი მონაკვეთი მახსოვს მუსიკის გარეშე. ეს ყველაფერი დაიწყო ჰიპ-ჰოპით, დაახლოებით 12 წლის ვიყავი მაშინ. მერე ნელ-ნელა გრანჟი, პოსტ-პანკი და ელექტრონიკა. მუსიკასაც შესაბამისად ვაკეთებდი: ჯერ ჰიპ-ჰოპს, შემდეგ სხვადასხვა პანკ და პოსტ-პანკ ბენდები იყო და ბოლოს ეს ყველაფერი ელექტრონულ მუსიკაში გაერთიანდა.

ა: საქართველოში თუ აპირებ დაბრუნებას?

ბ: საცხოვრებლად ალბათ არა, თუმცა იდეალურ შემთხვევაში მინდა, რომ 3 თვე წელიწადში იქ გავატარო ხოლმე, რომ შევძლო ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ხშირი და სრულფასოვანი ურთიერთობა.

ა: შენ გარშემო იცნობენ საქართველოს? და რა მოსწონთ?

ბ: ყველას ძალიან უყვარს, ვინც ნამყოფია, და ვინც არა, ძალიან უნდა ჩამოსვლა. დასავლეთისთვის საქართველო ეგზოტიკურად ჩანს. იცნობენ საქართველოს საკლუბო სცენით, სამზარეულოთი, ბუნებით და რელიგიური ექსტრემიზმით ლგბტქ(ი) თემის მიმართ.

ა: რას აჩუქებდი უცხოელ მეგობარს საქართველოს გასაცნობად და რატომ?

ბ: არ მიფიქრია ამაზე, სიმართლე რომ გითხრა. ალბათ სამზარეულოდან ან სასმელებიდან რამეს და რამე (არა კლიშე) ქართულ წინგს.

ა : დიდი მადლობა და წარმატებები !

Back to blog